ᲛᲣᲚᲢᲘᲤᲣᲜᲥᲪᲘᲣᲠᲘ ᲡᲘᲕᲠᲪᲔ | ᲙᲐᲤᲔ, ᲑᲐᲠᲘ & ᲡᲐᲣᲜᲓᲠᲣᲛᲘ
  • ᲞᲠᲝᲔᲥᲢᲘᲡ ᲢᲘᲞᲘ
    ᲙᲝᲛᲔᲠᲪᲘᲣᲚᲘ | ᲠᲔᲡᲢᲝᲠᲐᲜᲘ
  • ᲬᲔᲚᲘ
    2026
  • ᲛᲘᲛᲓᲘᲜᲐᲠᲔ
  • ᲤᲐᲠᲗᲝᲑᲘ
    280 M²
  • ᲓᲐᲛᲙᲕᲔᲗᲘ
    ᲙᲝᲜᲤᲘᲓᲔᲜᲪᲘᲐᲚᲣᲠᲘ
  • ᲚᲝᲙᲐᲪᲘᲐ
    ᲗᲑᲘᲚᲘᲡᲘ
ᲞᲠᲝᲔᲥᲢᲘᲡ ᲨᲔᲡᲐᲮᲔᲑ
ᲛᲣᲚᲢᲘᲤᲣᲜᲥᲘᲪᲣᲠᲘ ᲡᲐᲖᲝᲒᲐᲓᲝᲔᲑᲠᲘᲕᲘ ᲡᲘᲕᲠᲪᲘᲡ ᲗᲐᲜᲐᲛᲔᲓᲠᲝᲕᲔ ᲮᲔᲓᲕᲐ | ᲘᲡᲢᲝᲠᲘᲣᲚᲘ ᲛᲔᲛᲙᲕᲘᲓᲠᲔᲝᲑᲐ, ᲢᲔᲥᲜᲝᲚᲝᲒᲘᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲓᲘᲖᲐᲘᲜᲘ
პროექტის მთავარი იდეაა შენობის ისტორიული ხასიათის შენარჩუნება და მისი თანამედროვე, მრავალფუნქციურ გასართობ სივრცედ გარდაქმნა, სადაც არქიტექტურა, დიზაინი, მუსიკა და მაღალი ხარისხის მომსახურება ერთიან გამოცდილებას ქმნის.

კომპლექსი აერთიანებს კლუბს - მაღალტექნოლოგიურ Sound Room-ს, ბარს, VIP ზონასა და კაფეს. თითოეული სივრცე განსხვავებული ფუნქციითა და ატმოსფეროთი გამოირჩევა, თუმცა საერთო დიზაინერული კონცეფციით ერთიანდება. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა კლუბისა და სასტუმროს ფუნქციურ კავშირს, რაც სტუმრებს მრავალფეროვანი მომსახურებით სარგებლობის შესაძლებლობას აძლევს.

ინტერიერის დიზაინი ეკლექტიკურია — ისტორიული არქიტექტურული ელემენტები თანამედროვე ფორმებთან, მასალებსა და ტექნოლოგიურ გადაწყვეტებთან არის შერწყმული. ბუნებრივი ფაქტურები, თბილი და მუქი ტონების კონტრასტი, დეკორატიული მეტალი, გამორჩეული განათება და მხატვრული ვიტრაჟები სივრცის ინდივიდუალურ ხასიათს განსაზღვრავს.
პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია მაღალტექნოლოგიური Sound Room, რომელიც თანამედროვე აუდიოტექნოლოგიებისა და სპეციალურად გააზრებული აკუსტიკური გარემოს ინტეგრაციას ითვალისწინებს.
სხვადასხვა ფუნქციური ზონის, ინდივიდუალური დიზაინისა და თანამედროვე ტექნოლოგიების ერთობლიობით კლუბი ქმნის მრავალშრიან გარემოს, სადაც სტუმარს შეუძლია განსხვავებული მუსიკალური, გასტრონომიული და სოციალური გამოცდილების მიღება.